ბუნების კანონებს შორის არსებობს ისეთი კანონები, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ უნივერსალური. ეს კანონები სამართლიანია სამყაროში მიმდინარე ნებისმიერი მოვლენისათვის, განურჩევლად მათი ხასიათისა და სირთულისა. მათ შორისაა ენერგიის მუდმივობის კანონიც.
XVIII-XIX საუკუნეებში ჩატარებული მრავალრიცხოვანი ცდებითა და ამ ცდების შედეგების გაანალიზებით დადგენილ იქნა ფიზიკის ერთ-ერთი ძირითადი კანონი - ენერგიის მუდმივობისა და გარდაქმნის კანონი:
ჩაკეტილ სისტემაში ენერგია არც ქრება და არც რაიმესგან წარმოიქმნება. ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად ან გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს, ამასთან, ენერგიის საერთო სიდიდე უცვლელი რჩება
კანონის ძირითადი იდეა გამოითქვა სადი კარნოსა და მაიკლ ფარადეის მიერ XIX საუკუნის 30-იან წლებში, მაგრამ დასრულებული სახით რ. მაიერისა და ჯ. ჯოულის მიერ 50-იან წლებში ჩამოყალიბდა. ენერგიის მუდმივობის კანონი სამართლიანია ბუნების ნებისმიერი მოვლენისათვის, მათ შორის სითბური პროცესებისთვისაც. კლასიკურ მექნიკაში ეს კანონი გამოისახება მექანიკური ენერგიის (კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ჯამის) მუდმივობის კანონის სახით, სითბურ პროცესებში კი მისი ფორმულირება მოცემულია თერმოდინამიკის პირველი კანონით.
No comments:
Post a Comment